კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგახარიას გუნდმა პარლამენტში პარტია "ქართული ოცნება" დატოვა

გახარიას გუნდმა პარლამენტში პარტია “ქართული ოცნება” დატოვა

პარტია ,,ქართული ოცნება’’ საქართველოს პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა დატოვა. ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი გიორგი გახარიასთან ერთად შეუერთდებიან პარტიის მშენებლობის პროცესს. გახარიას თანამოაზრეებისთვის მიუღებელია პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება, მაშინ როცა ქვეყანა ბევრად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

,,გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე. ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა – პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე, ეს ის პრობლემებია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს და არა ის დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა’’, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

პარტიიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ბექა ლილუაშვილიც. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და აღნიშნა, რომ პოლიტიკური სპექტრი რადიკალიზებულია. ლილუაშვილის თქმით, ქვეყანაში ისევ დაუძლეველ პრობლემად რჩება კორუფცია და ნეპოტიზმი:

,,საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არის სრულად რადიკალიზებული, მაგალითად, ის რომ გვაქვს სუსტი სახელმწიფო ინტერესები, კიდევ გვიწევს საუბარი კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ეს ყველაფერი არის ის, რაზეც ჩვენ მაშინაც ვამბობდით, როცა ვიყავით პარტიის წევრები, ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას და ვუსწორებთ ამ პრობლემებს თვალს’’, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მას შემდეგ რაც ექვსმა დეპუტატმა, უმრავლესობა დატოვა ,,ქართულ ოცნებას’’ პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს. დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ ყოფილი თანაგუნდელები იმ პასუხისმგებლობას გაექცნენ, რაზეც პასუხისმგებლები თავადაც იყვნენ:

,,სირცხვილია, როდესაც შენს საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშავო.

გიორგი გახარიამ, იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით, მაშინ, როდესაც კონსოლიდაცია, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, მან დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა’’, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია ,,ქართული ოცნებაში’’ მიმდინარე პროცესებებს გამოეხმაურა ოპოზიციაც. ,,ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ აუცილებელია ჯერ გახარიას გუნდმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როგორიცაა ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი. მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რაც პროცესების დაჩქარებას ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის არის მისაღები:

,,რაც შეეხება ამ ადამიანების გასვლას და ე.წ. გახარიას ფაქტორს, ჯერ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია. პასუხები გასცეს გიორგი გახარიამ უამრავ კითხვას, რომელიც მასთან არის. დააფიქსირონ პოზიცია, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ისე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. მერე ვნახოთ რაოდენობა ამ ადამიანების. თავისთავად ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ფორმით, ხელს შეუწყობს პროცესის დაჩქარებას ნორმალური ვადამდელი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის პოზიტიური,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის: გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გახარიას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების ირგვლივ მასსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. გარკვეული პაუზის შემდეგ, ყოფილმა პრემიერმა, 22 მარტს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ავტორი
ნინო დავითაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...