ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოში საერთოდ და სამუდამოდ აიკრძალება მეგა და გიგანტური...

“საქართველოში საერთოდ და სამუდამოდ აიკრძალება მეგა და გიგანტური ჰესების მშენებლობა, ხოლო ნამახვან ჰესის ავტორები და ინიციატორები, ჩადენილი ქმედებებისათვის, სასტიკად აგებენ პასუხს სასამართლოსა და ერის წინაშე” – შალვა ნათელაშვილი

ნამახვან ჰესთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი და საგანგებო ფრიფინგზე აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე აიკრძალება მეგა და გიგანტური ჰესების მშენებლობა.

სოლიდარობა გვინდა გამოვუცხადოთ, რიონის გადასარჩენად დაძრულ დიდ სახალხო ეროვნულ ლაშქარს, რომელთა ბრძოლის უნარიანობით ყველა აღფრთოვანებული ვართ, უკლებლივ და რა თქმა უნდა ლეიბორისტული პარტიის აქტივი იმერეთისა და არამარტო, იქ დგას, ხალხთან ერთად.

ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს. რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, საქართველოში საერთოდ და სამუდამოდ აიკრძალება მეგა და გიგანტური ჰესების მშენებლობა, ხოლო ნამახვან ჰესის ავტორები და ინიციატორები, ჩადენილი ქმედებებისათვის სასტიკად აგებენ პასუხს სასამართლოსა და ერის წინაშე.

ჩვენ სარჩელი შეგვაქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მთავარი კანონის, ძირითადი კანონის 29-მუხლის შესაბამისად, ვითხოვთ ყველა კონტრაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ ე. წ. კომპანიასთან, რომელიც პრაქტიკულად ადამინის უფლებების ხელყოფაა, რათა იცხოვრონ ეკოლოგიურად ჯანსაღ, ჯანმრთელ გარემოში და მიიღონ მონაწილეობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაში. ყველა ეს პუნქტი კონსტიტუციისა, აღნიშნული კონტრაქტის შედგენის დროს, იქნა დარღვეული.

აქვე მინდა იცოდეს მთელმა საქართველომ, რომ ეს ნამახვან ჰესი, ისევე როგორც სხვა ჰესები – ჭოროხზე, აჭარისწყალზე, პანკისში, ენგურზე, არაგვზე, თერგზე, არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საკუთრება. არავითარი თურქი, ნორვეგიელი და კორეელი არაფერ შუაში არ გახლავთ, ყველა ეს ხეობა აოხდა იმისათვის, რომ ივანიშვილის ბიზნეს, მის ოჯახსა და გარემოცვას ჰქონდეს მუდმივი და სტაბილური შემოსავალი, ჩვენი ხალხის გატყავებით მიღებული და ამ მონაგები თანხებიდან, იმ თანხებიდან, რომლის ტარიფი დენის გამომუშავებისა ჯდება 3 თეთრი და რომელიც ივანიშვილმა უკვე 10-ჯერ გაგვიძვირა, ხოლო აღნიშნული კონტრაქტებით გათვალისწინებულია კიდევ უფრო მეტი სიძვირე და ოდესმე კაცობრიობა რომ გადავიდეს მზის ენერგიაზე, და აუცილებლად გადავალთ სხვა ალტერნატიულ ენერგიებზე, ქართველმა ხალხმა ივანიშვილის ოჯახს უნდა უხადოს, სწორედ იმ ტარიფებით და კონტრაქტებით, რომელიც მან გააფორმა და მოაკვარახჭინა ხელისუფლებაში ყოფნისას და პოლიტიკის გამოყენებით.

მერაბ ლომინაძე, საყდრისის ამფეთქებელი, ჭიათურ-მანგამუმის მძარცველი, დღეს ბიძინამ გადაიყვანა ნამახვან ჰესის დირექტორად. მეტი მტკიცება ვფიქრობ აბსოლუტურად ზედმეტია, რომ ეს ბიზნესი ქვეყნის დანგრევისა, გახლავთ ოლიგარქის საკუთრება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
თეკლა თოდუა

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...