კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ მახსოვს პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს,...

“არ მახსოვს პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული” – ნინუცა მაყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს ბესო ზანგურს

12 აპრილს, ტელეკომპანია ,, რუსთავი 2″-ზე გასულ გადაცემა ,,ფარულ კონვერტში” მსახიობმა, ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინ მომხდარი ფაქტები გაიხსენა. მისი თქმით, მსახიობზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ფიზიკურად ძალადობდა და ამას ხშირი ხასიათი ჰქონდა, მაშინაც კი, როდესაც იგი ფეხმძიმედ იყო, თუმცა წლების განმავლობაში დუმდა, ვინაიდან მისი თქმით, ამ თემაზე ხმის ამოღებისაც კი ძალიან ეშინოდა:

,,არ მახსოვს პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ“, – განაცხადა ნინუცა მაყაშვილმა.

მსახიობის ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური კი ,,ნეტგაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ იგი ძალადობას ემიჯნება და რომ ნინუცა მაყაშვილი ფინანსური ინტერესების გამო ალაპარაკდა.

მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით კომენტარები გააკეთეს რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციამ და მსახიობებმა:

,,რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“- ვკითხულობთ რუსთაველის თეატრის ოფიციალურ გვერდზე.

,,ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – წერს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა.

,,დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ. ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, ,,ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!” – ელენე მაცხონაშვილი, რეჟისორი.

,,ოჯახურ ძალადობაზე სრულად თვალს ხუჭავს ის საზოგადოება ვინც ხალხთან უნდა მიდიოდეს და ძალით დახუჭულს ორი ხელით ახელინებდეს! თეატრლური საზოგადოება, რაც იყავით, ეგ ხართ და ეგ იქნებით კიდევ დიდი ხანი. ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით. ნინუცა მაყაშვილს ჩემი მხარდაჭერა,” – ანა სანაია, მსახიობი.

,,ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მთავარია რომ შეძლო ამაზე საუბარი და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დროა გასული, ოდესმე, როცა მზად იქნებით, უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა! ნინუცა, ყველა შენთან ერთად ვართ შენ გვერდით, ყოჩაღ!

P.S ნუ გიკვირთ რომ მოძალადეებსაც ყავთ მხარდამჭერები! ისინიც მოძალადეები არიან!” – წერს რუსკა მაყაშვილი, ნინუცა მაყაშვილის და, მსახიობი და ტელეწამყვანი.

ავტორი
ლიზა დვალი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც ხარ აგენტი, შენ არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც ქვეყანას”...

„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას...

“ბოქსის გრუშა” ხარ, სტატისტად რომ შეხვიდე არჩევნებში რაღაცის მორიგ ჯერზე დასამტკიცებლად? – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის იდეის...

“სააკაშვილს ბრალად სდებდნენ ახალი სახეობის ქართველის გამოყვანა უნდაო. ნამდვილად უნდოდა “გრუზინის” გაქართველება, მაგრამ ჩანს,...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით, მძიმე ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...