ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოუწევთ მელიას გათავისუფლება” – გიგა ბოკერია, ნიკა მელიაზე.

13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელია მხარდასაჭერად იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, პარტია ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო ,,პარალელთან“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებები გააკეთა:

,,ჩვენ გვაქვს ამოცანა და ეს ამოცანაა ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბუნებრივია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას, სამარცხვინო, უკანონო გარემოებებში დაპატიმრებულის გათავისუფლება. ესაა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, იმისთვის რომ დაიწყოს კრიზისიდან გამოსვლა. ეს თვითონ მელიას მოლოდინითაც ასეა და ჩვენი, როგორც ოპოზიციის შეხედულებებიც, სრულად ემთხვევა მის აზრს. მელიას გათავისუფლების შემდეგ, ასევე საკანი უნდა დატოვოს პოლიტიკურმა პატიმარმა რურუამ, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და აუცილებელია შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნებისკენ სვლის გზაზე. ესაა, ყველა იმ დანარჩენ პუნქტთან ერთად, რომელიც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშია მოცემული – საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემის შეცვლა, აუცილებელი პირობა, რომ საერთოდ დავიწყოთ კრიზისიდან გამოსვლა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოუწევთ მელიას გათავისუფლება, მაგრამ როგორ და რა გარემოებებში/კონტექსტში წარიმართება ეს პროცესი ასევე მნიშვნელოვანი იქნება ევროპული საქართველოსთვის, მთლიანად ოპოზიციური სპექტრისა და თვითონ მელიასთვის, რამდენადაც მე ვიცი მისი პოზიცია,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

ავტორი
ლიზა დვალი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული