spot_img
მთავარიCOVID 19ვლადიმერ კახაძე: "ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია"

ვლადიმერ კახაძე: “ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია”

„ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია. გვაქვს ორი არჩევანი, ან ვაქცინაცია და კოვიდზე გამარჯვება, ან დაყოლა შინაგანი უნდობლობის ფაქტორზე. საკანნონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, მომზადებულია ყველა ნიადაგი და პლატფორმა, ახლა საჭიროა საზოგადოების აქტიურობა“, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან, კოვიდ ინფექციის დასაძლევად, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოსახლეობას ამ პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. ვლადიმერ კახაძემ საზოგადოებას ასევე, მოუწოდა დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მათ შორის, ისაუბრა პირბადის ტარების აუცილებლობაზე.

დაფარულ სივრცეებში, კანონის საწინააღმდეგოდ, ვითარდება სარიტუალო და გასართობი თავყრილობები. გთხოვთ გაისიგრძეგანოთ დაწესებული შეზღუდვები. დედამიწას ჰყავს მტერი – კოვიდ ინფექცია. გავიდა წელიწადნახევარი და ჩვენი, ადამიანების მეოხებით, ჩვენივე ჩართულობით ეს კოვიდი წარმატებას აღწევს, რადგან ერთადერთი წყარო, რომელშიც მრავლდება უმოწყალოდ, იცვლის ფორმასა და შტამებს – ის ჩვენვე გადაგვაქვს. უკვე გვაქვს ინფიცირების ჯერადი მატება. დადებითობის მაჩვენებელი 3.66%-ზე ავიდა. 4%-იანი მაჩვენებელი უკვე არის კრიტიკული ზღვარი, რომელიც გვაიძულებს იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომელიც არ მოგვწონს არც კანონმდებლებს, არც აღმასრულებლებს, არც ბიზნესს, არც განათლებას და არც არავის“, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...