კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პოლიტიკა უნდა იყოს ხალხზე ფიქრი და ზრუნვა და...

“პოლიტიკა უნდა იყოს ხალხზე ფიქრი და ზრუნვა და არა პოლიტიკური კინკლაობა” – პაატა მანჯგალაძე

13 აპრილს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში დარჩა. სასამართლოს დასრულებამდე ცალკეული პოლიტიკური პარტიების ლიდერები კონკრეტულ პოზიციებს აფიქსირებდნენ და მათი მხრიდან იყო სურვილი თუ მოლოდინი, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლებულიყო, რითიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დაიწყებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ:

,,ერთპარტიული მმართველობის პირობებში, სამართლიანი სასამართლო და მიუკერძოებელი პროკურატურა არის აბსოლუტურად გამორიცხული. ნიკა მელიას დაკავება მოხდა პოლიტიკური მოტივით და ძალიან კარგი იქნება დღეს თუ გაათავისუფლებენ მას. არა იმისთვის, რომ ერთი სული აქვს პარლამენტში შევიდეს, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი შეძლებისდაგვარად, რომ ყველა ერთად ჩავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს.

ჩვენ ამ ხუთთვიანმა პროცესმა დაგვაკარგვინა ძალიან ძვირფასი დრო და ადამიანები, რომელთაც ძალიან უჭირთ, დარჩნენ პოლიტიკური პროცესების მიღმა. პოლიტიკა უნდა იყოს ხალხზე ფიქრი და ზრუნვა და არა პოლიტიკური კინკლაობა.

იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიას არ გაათავისუფლებენ, მერე გვრჩება ჩვენი უცხოელი ფასილიტატორები და მედიატორების ჩართულობა, რომ როგორმე “ქართული ოცნების” ხელისუფლება დავითანხმოთ იმაზე, რომ საკუთარ მოსახლეობასთან შეთანხმება არ ნიშნავს დამარცხებას. ერთიანობა და შეთანხმება სჭირდება ქვეყანას,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ლიზა დვალი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება-დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება...

“ყულფი(მარყუჟი) კოლექტიური ნაცების კისერთან ვიწროვდება და ახლოვდება საბოლოო განკითხვის დღე” – ლალი მოროშკინა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს ეხმაურება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

“წულუკიანის კომისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება”...

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოს და დასავლეთის წინააღმდეგ “ოცნების” პოლიტსაბჭოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...