კვირა, ივნისი 8, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიახალგაზრდული მოძრაობა "მელიები" ნიკა მელიას მხარდასაჭერად

ახალგაზრდული მოძრაობა “მელიები” ნიკა მელიას მხარდასაჭერად

დღეს, 13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა. პროცესს დაესწრო ბრალდებულიც. მოსამართლეს უნდა ემსჯელა საქმისთვის ახალი მტკიცებულებების დართვასა და მელიასთვის უკვე შემდგომი აღკვეთის ღონისძიების საკითხებზე.
სასამართლოს ეზოში, ნიკა მელიას მხარდასაჭერად, იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,მელიების“ წარმომადგენლები და სხვა მხარდამჭერები.
საინფორმაციო სააგენტო ,,პარალელი“ აქცია-პერფორმანსის მიმდინარეობისას გაესაუბრა ნიკა მელიას მხარდამჭერებს, რომელთაც თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით:

,,დიდი იმედი მაქვს ხელისუფლება მოეგება გონს და გაათავისუფლებს ნიკა მელიას, რადგან ყველამ იცის, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებამაც, რომ მელია არის პოლიტიკური პატიმარი. საქართველოში არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები. თუ ისე არ მოხდება, როგორც ჩვენ გვსურს, როგორც აქამდე ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას ნიკა მელიას თავისუფლებისთვის და ასევე ვადამდელი არჩევნებისთვისაც. იქნება, რა თქმა უნდა, აქცია-პერფორმანსები. ასევე, როგორც იცით, რუსთაველზე კარვებში მყოფ ხალხსაც აქვთ კონკრეტული მოთხოვნები. ჩვენც ყველანაირი ფორმით ვიბრძოლებთ, სანამ ნიკა მელია არ იქნება თავისუფალი, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება’’, – ირაკლი გვალია.

,,იმედია ახლა მაინც მიიღებს სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნისთვისაც იქნება სასიკეთო და ნიკა მელიას არ დატოვებს პატიმრობაში. ბიძინა ივანიშვილს ეშინია ნიკა მელიასი და ეს არის მიზეზი, რატომაც ტოვებს მას უკანონო პატიმრობაში და იმედია ივანიშვილის ჯიბის სასამართლო ამჯერად მაინც მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და შეეშინდება მოსახლეობის და მისი ძალის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება აქტიური პროტესტი, ისეთები როგორიც იყო აქამდე“, – ქეთა ქობალია.

,,დღევანდელ სასამართლოზე, პროგნოზირება იმისა თუ რას გადაწყვეტს მოსამართლე რთულია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ამჯერად მაინც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გაუშვებს ნიკა მელიას, რადგან ეს იქნება კრიზისის განმუხტვის პირველი ეტაპი და წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი გუნდი ,,მელიები“ ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესებში და რა თქმა უნდა არ გავჩერდებით, როგორც ნიკა იბრძვის, ჩვენც ასე ვიბრძოლებთ ბოლომდე“, – ქეთა ორბელაშვილი.

ავტორი
ლიზა დვალი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება-დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება...

“თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ  ერთობით და ჩვენი წესებით” –...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...