კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაუსაბუთებელია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, „ბლოკპოსტების“ მოწყობა და საქართველოს...

“დაუსაბუთებელია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, „ბლოკპოსტების“ მოწყობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა” – ღია საზოგადოების ფონდი

ღია საზოგადოების ფონდი ეხმიანება რიონის ხეობის მცველთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მოქალაქეების კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა და არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ:

ვეხმიანებით, რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და მივიჩნევთ, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, „ბლოკპოსტების“ მოწყობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ამას გარდა, პოლიციამ აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაუშალა კარვები, სადაც 169 დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტი. აღნიშნულის გასამართლებლად შსს-ს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, ვერ აკმაყოფილებს, უფლებაში ჩარევისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების სტანდარტებით დადგენილ საბაზისო მოთხოვნებს.

ნამოხვანი ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას, არ ყოფილა გათვალისწინებული ეკოლოგიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, პროექტის სოციალურ სარგებლიანობასთან დაკავშირებული წუხილები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები; არ გაბათილებულა პროექტის უსაფრთხოებასა და ხარვეზიან კვლევებთან დაკავშირებული სამეცნიერო არგუმენტები, რამაც, ლოგიკურად წარმოშვა ადგილობრივების სამართლიანი პროტესტი. ხოლო ამ პროტესტის ძალადობრივად შეჩერების მცდელობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, მიანიშნებს, რომ სახელმწიფომ გადაუხვია მის ფუნქციასა და როლს, პოლიტიკური, თუ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებისას, იხელმძღვანელოს და შებოჭილ იქნას საჯარო ინტერესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს მოქალაქეების კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა და არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ; ხოლო საქართველოს მთავრობამ, აიღოს რეალური პასუხისმგებლობა და ნამოხვანი ჰესთან დაკავშირებული პროცესი წარმართოს გამჭვირვალედ, ეფექტიანად, ხეობის მოსახლეობის ინტერესების სრული დაცვით,” – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას ღია საზოგადოების ფონდის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ რუსული სპეცოპერაციის კვალი არ უნდა გაქრეს და სამშობლოს მოღალატეები უნდა დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოთი”...

"ისეთი ინტენსივობის რუსული ნიაღვარი მოდის საქოცეთიდან, დარწმუნებული ვარ უკვე...

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

“რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილის კონკრეტული შეფასებები თეა წულუკიანთან მიმართებაში,...

“ქოცური პროპაგანდა იდიოტებზეა გათვლილი” – გია ნოდია

"ეს არ იყო რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა არმია......

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...