ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საწვავზე ფასის ზრდა...

სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საწვავზე ფასის ზრდა გააპროტესტეს

დღეს 3 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საწვავზე ფასის ზრდა გააპროტესტეს. პროტესტის ნიშნად მათ სურდათ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაეშალათ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში Საინფორმაციო სააგენტო “პარალელს” ინტერვიუ მისცეს აქციის ორგანიზატორებმა ილია აბაშიძემ და ირაკლი გოგოლაძემ. ინტერვიუში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზეა აქცენტი და ხაზს უსვამენ, რომ საწვავის ფასის შესამცირებლად აუცილებელია დაიკლოს აქციზის გადასახადმა:

პირველ რიგში საწვავის ფასის ზრდაზე მოქმედებს დოლარის კურსი, აქციზი და დღგ-ს გადასახადი. Ჩვენ გამოსავალს იმაში ვხედავთ, რომ აქციზმა უნდა დაიკლოს, ამის შესაძლებლობა რეალურად არის.

ყოველივე ეს პირდაპირ აისახება გაჭირვებული ადამიანის ჯიბეზე, რადგანაც საწვავის ფასის გაზრდასთან ერთად ძვირდება პროდუქტი, ის რაც ერთჯერადი გამოყენებისაა, თუნდაც საცხოვრებელი, მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასების ზრდა ხდება ხელოვნურად.

ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ ახდენს, ისინი არ ცდილობენ ჩვენთან საუბარს. გუბერნატორთან გვქონდა შეხვედრა თუმცა უშედეგოდ, რადგან მისი განცხადებით ბიუჯეტი უკვე გაწერილია.

ვენ გვინდოდა კარვის გაშლა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მოგვცა, მათი განმარტებით აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები რაც ჩვენთვის არეალურია. დღეს ჩვენ ვრჩებით აქ, თუ ამინდი გაუარესდება აუცილებლად გავშლით კარავს,” – განაცხადა ილია აბაშიძე.

განმარტებები გაკეთდა აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებთან მიმართებაში და ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ ფასებთან შეუსაბამობაზე:

საქართველოში საწვავის შემოტანის თვითნებურობის საკითხიც დგას. რაც შეეხება საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, ჩვენს ქვეყანაში ბევრად უფრო მეტია ფასნამატი, ვიდრე მსოფლიოში ბარელზე განსაზღვრული ფასი.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ფასმა 20-25 თეთრით კიდევ მოიმატა. მსოფლიოში ბარელზე ფასის კლების ტენდენცია, პოგნოზი იყო ბარელი 65 დოლარად და ჩამოვიდა 47-46 დოლარზე.

ყოველივე აღნიშნულის გასაპროტესტებლად უკვე მეოთხე აქციას ვმართავთ. დღეს აქცია დასრულდა, კარვების გაშლის  საშუალება ჯერ არ მოგვეცა, თუმცა მაინც დავრჩებით და განვაგრძობთ პროტესტს.

ერთადერთი რესურსი რაც მთავრობას აქვს გამოიყენოს და შეუმსუბუქოს მდგომარეობა გაჭირვებულ ადამიანებს არის აქციზის ფასის განახევრება, რაც სავარაუდოდ მინიმუმ უნდა იყოს 20-30 თეთრით გაიაფება,” – აღნიშნა ირაკლი გოგოლაძემ.

ავტორი
ანა თეზელაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს” – ზურაბ...

მორიგი წერილი გამოგზავნა საპატიმროდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, სადაც კონკრეტული...

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...