2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
საქართველოს პრემიერმინისტრის განკარგულებით, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს