გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, თბილისიდან 9 აპრილს და ბათუმიდან 11 აპრილს საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნას აანონსებს.
საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აღნიშნულია რეისების შესრულების დრო, კერძოდ, მატარებელი 9 აპრილს თბილისიდან 10:35 საათზე და 11 აპრილს ბათუმიდან 13:40 საათზე გავა.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.
ავტორი
ანა თეზელაშვილი