პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ზოგადად ყველა ადამიანს აქვს კეთილი თვისება და ეს ბატონ გურამს განსაკუთრებით ჰქონდა” – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში, იხსენებს თანამედროვე კლასიკოს მწერალ, გურამ დოჩანაშვილთან ათწლიანი მეგობრობის ისტორიას. არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის პერიოდი, რომელიც მან მწერალთან ერთად ქალაქ ფრანკფურტში გაატარა. ინფორმაციისთვის, 2018 წლის 24 სექტემბერს გერმანიაში, კერძოდ ქალაქ ფრანკფურტში „სამოსელი პირველის“ პირველი გერმანული თარგმანი გამოიცა. გთავაზობთ არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილთან ინტერვიუს:

  • მამა იოანე,  რამდენი ხანია რაც ბატონ გურამ დოჩანაშვილს იცნობთ და როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– ათი წელია რაც ვიცნობ. ფაქტიურად ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა, ერთად დავდიოდით მისი წიგნების პრეზენტაციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით და არამარტო. გერმანიაშიც ვახლდი როდესაც  ფრანკფუტის ფესტივალი გაიმართა. ძალიან დიდი ბედნიერება იყო  ამ ადამიანთან გატარებული ურთიერთობის თითოეული დღე და თითოეული სააათი.

  • ბოლო პერიოდში მუშაობდა თავის რომანზე “ბრმადყოფილი”. თუ გესაუბრებოდათ ამ ნაწარმოებზე ან ზოგადად თუ საუბრობდით მის შემოქმედებაზე?

– კი ხშირად ვსაუბრობდით.  მესამე ნაწილი სულ ახლახანს დაასრულა. ორი წიგნი უკვე გამოვიდა, დაახლოებით 400 გვერდიანი. ყველაფერს მორჩა და ფაქტიურად ამის მერე გარდაიცვალა.

  • ბატონი გურამი სამაგალითო ქრისტიანი იყო? რამდენად ხშირად ახერხებდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ტაძარში სიარულს?

– ყოველკვირა ეზიარებოდა, წლების განმავლობაში იცავდა მარხვას, Მოკრძალებით კითხულობდა შვიდგზის ლოცვებს. ლოცვისას დაახლოებით ერთი-ორი საათი მარტო მოსახსენიებლის კითხვას უნდებოდა.

  • ბატონი გურამის სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ საბურთალოს სასაფლაოზე დაესაფლავებინათ მისი შვილის, ირაკლის გვერდით? თუ გიზიარებდათ თავის განცდებს?

– არასდროს არ ვსაუბრობდით, რადგან ვთვლიდი, რომ ამ თემაზე საუბარი მისთვის მტკივნეული იქნებოდა და ამიტომაც არ ვუსვამდი კითხვებს.

  • და ბოლოს, რომ გვითხრათ – რა გასწავლათ გურამ დოჩანაშვილთან ურთიერთობამ?

– ზოგადად ყველა ადამიანს აქვს კეთილი თვისება და ეს ბატონ გურამს განსაკუთრებით ჰქონდა. ჩვენც გვაქვს რაღაც თვისებები. მან ყველა ის დადებითი მხარე, რაც ადამიანში უნდა იყოს კარგი,  გაამყარა. Შეიძლება ითქვას, რომ ყოველმხრივ სავსე იყო თავისი სიკეთით და სიკარგით. ფაქტიურად ადამიანებს ყველაფერს  ასწავლიდა, რადგან  მამა იყო ყველასი.

ავტორი
ანა თეზელაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული