ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ აიჩიონ ის ვაქცინა, რაც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიმდინარეობს დაკვირვება და ვაქცინასთან რეგისტაციის შედეგები იმოქმედებს იმაზე, თუ რა ვაქცინა უნდა იქნეს შემდეგში:

დღეს ჩვენ გვქონდა მორიგი საბჭოს სხდომა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, ასევე დღეს არის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე ყველა ჯანდაცვის მუშაკისთვის, დღეს არის მსოფლიო ჯანდაცვის დღე და ყველა ჩემს კოლეგას ვულოცავ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის წლევანდელი სლოგანი არის „სამართლიანი და უფრო ჯანმრთელი სამყაროსთვის“. საქართველო, რა თქმა უნდა უერთდება ამ სლოგანს და ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რომ შემდეგ წლებში მივაღწიოთ მეტად უფრო ხარისხიან, მეტად უფრო ხელმისაწვდომ და მეტად უფრო სამართლიან ჯანდაცვის ყველა კომპონენტს და ყველა მიზანს.

დღეს საბჭომ იმსჯელა რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. იყო საკითხები რასთან დაკავშირებითაც შევჯერდით, რომ განვიხილავთ დამატებით შემდეგ კვირაში. გადაწყვეტილება ეხებოდა „სინოფარმის“ გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით გაიმართება კიდევ დამატებითი კონსულტაციები.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოაქალექეების ინტერესების დაცვას და მათ არჩევანს კიდევ უფრო გააფართოვებს, ეს არის ვებპორტალი, რომელიც გამოქვეყნდება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინის გასაკეთებლად, სურვილისამებრ, ასევე შეეძლებათ აიჩიონ ის ვაქცინა, რაც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი. ეს კვლევა დაგვეხმარება მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემდგომში შემოტანილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
თეკლა თოდუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული