spot_img
მთავარიCOVID 19"ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე, როგორ შეიძლება...

“ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე, როგორ შეიძლება შეკავდეს გავრცელება?“ – ამირან გამყრელიძე

განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ“ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი- ამირან გამყრელიძე, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ამ სიტყვებით აფასებს.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ დაიცავენ, ქვეყანაში მესამე ტალღა გარდაუვალია:

სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში თანდათან უარესდება, ეს ხდება ბოლო ორი კვირა, ოცი დღის განმავლობაში. ხაზს ვუსვამ არ ყოფილა ნახტომისებური ზრდა, მაგრამ ახალი შემთხვევების დინამიური მატება ყოველდღიურად აღინიშნება და დღეს, დილისთვის გვქონდა პატარა ნახტომი, როდესაც პირველად, ბოლო თებერვალ-მარტის განმავლობაში ახალი შემთხვევის რიცხვი თითქმის 900-მდე ავიდა, რაც რა თქმა უნდა საყურადღებოზე მეტია.

შეიძლება ითქვას, რომ პირველი განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ. ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს ასცილდა, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 3,65%-ია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ინფექციის ცირკულაცია უფრო ინტენსიურია ქვეყანაში.

ამასთან ერთად, გამოიკვეთება 10 მეტნაკლებად მოზრდილი კლასტერი რეგიონებში, რომელთა შორისაა: სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი.

როგორ უნდა შეკავდეს ეს ყოველივე? მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღა უკვე დაიწყო და ჩვენც ამ საფრთხის წინაშე ვართ. რითი შეიძლება შეკავდეს გავრცელება? პირველ რიგში განსაკუთრებული დისციპლინით, ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს: პირბადის ტარება ყველგან, დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ყველაზე მთავარი კი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდებაა, რაც გულისხმობს: ქორწილებზე, ჭირისუფლებზე და დიდ შეკრებებზე მისვლისგან თავის არიდებას, ამასთან ერთად მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანას და რაც მთავარია, დაიწყოს ხალხის ინტენსიურად აცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ნინი შონია

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...