პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ჩვენი ვალია, პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა თითოეულ ჩვენგანს” – გიორგი ვაშაძე

სამების საკათედრო ტაძარში ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. თანამედროვე კლასიკოსი მწერალი საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილა. მწერლის ოჯახს მიუსამძიმრეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა.

,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სააგენტო ,,პარალელთან’’ კომენტარში ამბობს, რომ გურამ დოჩანაშვილმა შექმნა ქართული ხელოვნების ნიმუშები. პოლიტიკოსის თქმით, აუცილებელია ყველა იმ ადამიანთა შემოქმედებას ვცეთ პატივი, რომლებმაც ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა:

,,ძალიან მძიმე დღეა, იმიტომ რომ გურამ დოჩანაშვილს თანამედროვე ქართული მწერლობის, ქართული ხელოვნების ნიმუშები აქვს შექმნილი. ჩვენი ვალი არის, რომ მუდმივად ჩვენს ახალ თაობებს, ჩვენს შვილებს გავაცნოთ მათი შემოქმედება და პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა თითოეულ ჩვენგანს,’’ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის: გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. თანამედროვე კლასიკოსი მწერალი დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.

ავტორი
ნინო დავითაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული