სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“კაშხალის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოეს რამდენიმე თვის განმავლობაში” – ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ნამახვან ჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, ამჟამად შეჩერებულია კაშხალის მშენებლობა და ამბობს რომ ის არ დაიწყება უახლოეს რამდენიმე თვეში:

ის მიზეზი რაც, იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს, დაკავშირებული ნამახვანჰესის უსაფრთხოებასთან, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია.

კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხალის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოეს რამდენიმე თვის განმავლობაში, არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. ჩვენ ამისთვის დავიწყეთ ღია დიალოგი, ყველა დაინტერესებულ პირთან და ექსპერტებთან, გავხსენით ყველა კვლევა, რაც ამ წლების მანძილზე აქვს მომზადებული კომპანიას.

ამ თვეების განმავლობაში, კაშხალის მშენებლობა შეჩერებულია, მოხდება ამ კვლევების სიღრმისეული გადამოწმება,“ – აცხადებს ნათია თურნავა.

ავტორი
თეკლა თოდუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული