პარასკევი, აპრილი 19, 2024

ქუთაისი-ალპინა-მამისონს შორის საგზაო მიმოსვლა ორმხრივად შეზღუდულია

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ქუთაისი-ალპინა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის კლდე ჩამოიშალა და საგზაო მიმოსვლა დროებით შეიზღუდა. მომხდართან დაკავშირებით მერიამ განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა:

გზის მონაკვეთის წმენდა მიმდინარეობს, თუმცა გზაზე არსებული ვითარების და კომენდანტის საათის გათვალისწინებით აღნიშნულ მონაკვეთზე ღამის განმავლობაში შეზღუდული იქნება მიმოსვლა. ადგილზე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით. გზის წმენდას ახორციელებს შ.პ.ს ამბროლაურიგზა-7,“ – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ავტორი
ანა თეზელაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული