ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისიბრძნის სიმფონიაგურამ დოჩანაშვილის გამონათქვამები: სიბრძნე, რომელიც მრავალ თაობას ეყოფა

გურამ დოჩანაშვილის გამონათქვამები: სიბრძნე, რომელიც მრავალ თაობას ეყოფა

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა და ამით დიდ ტკივილთან ერთად დატოვა უზომო სიყვარულიც მისდამი, ჰოდა “დედამიწას სიყვარული ატრიალებს…“© – გურამ დოჩანაშვილი…

– იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება

– ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი…

– ნიჭიერი და ზარმაცი არ მწამს. ვაჟა-ფშაველა, ვან გოგი, მიქელ-ანჯელო, ფიროსმანი… ნიჭიერები კატორღელებივით მუშაობდნენ…

– არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი…

– არავის არაფერი დააბრალო, შენს ცხოვრებაში! კარგმა ადამიანებმა განახეს ბედნიერება, ცუდმა ადამიანებმა მოგცეს გამოცდილება, საშინელმა ადამიანებმა გაჩვენეს გაკვეთილი, საუკეთესო ადამიანებმა გაჩუქეს დაუვიწყარი გრძნობა… მადლობა ყველას!

– ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი…

– მთავარია ძიება, დაკვირვება და პირდაპირობა

– ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე

– ღმერთი იმდენად დიდია და ყოვლისმომცველი, რომ ყველაფერს ხედავს და იმდენად პატარაა – ბავშვის გულში ეტევა!

 

კიდევ რამდენი და რამდენი ფრაზა შეიძლებოდა აქ ჩამოწერილი, სიბრძნითა და სიყვარულით აღსავსე, რამდენი ჭკუისსასწავლებელი თუ სანთლებად რომ დაურიგა ერს, ცხოვრების გზის გასანათებლად… იმქვეყნად წავიდა, ამქვეყნად კი დატოვა კვალი წარუშლელი…

საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გენიალური ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ახლობლებს, სრულიად საქართველოს…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...