ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, წესების დაცვა სჭირდება – დიმიტრი ხუნდაძე

“კომენდატის საათის” გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას და ამ საკითხთან მიმართებაში გაჟღერებულ კონკრეტულ შეფასებებს ეხმიანება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე. მისი განმარტებით საფრთხე არსად წასულა და აუცილებელია მოსახლეობამ მკაცრად დაიცვას რეგულაციების წესები:

ქვეყანაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, იმ წესების დაცვა სჭირდება, რომელსაც დარგის სპეციალისტები ყოველდღიურად გვახსენებენ და მაინც ვივიწყებთ.

მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ დღეს ჩვენ, ყველას ერთად მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხე არსად წასულა.

თუ თითოეული ჩვეთაგანი არ შევეცდებით, მოვიხმაროთ პირბადე, დავიცავთ ფიზიკურ დისტანცია და ჩავიტარებთ საჭირო დროს ვაქცინაცია, რისკის წინაშე დავაყენებთ, როგორც საკუთარ ისე სხვის ჯანმრთელობას და ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას. ვირუსის ზიანს თუ ჩვენს უპასუხისმგებლობას დავუმატებთ, სირთულე, რომელიც ზოგისთვის შესაძლოა სიცოცხლის რისკის ტოლფასი აღმოჩნდეს, გარდაუვალი იქნება,” – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული