ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიოპოზიციურმა პარტიებმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა...

ოპოზიციურმა პარტიებმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს

კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ,,ლეიბორისტული პარტიის’’ ოფისში დღეს პირველი საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 3 დღის წინ გამართული მოლაპარაკებების შესახებ იმსჯელეს და 15 მაისს დაგეგმილი აქციის სამოქმედო გეგმები განიხილეს.

საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ. ბოკუჩავას თქმით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ საქართველოს შეუჩერდეს ფინანსური დახმარება ევროპის კავშირისა და ამერიკისგან.

,,15 მაისის აქციების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ბევრ საკითხთან მიმართებაში შევჯერდით და ასევე იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, თუ ის საერთოდ უნდა გაგრძელდეს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის ოპოზიციამ.

შესაძლებელია საქართველოს, შეუჩერდეს იმ ფინანსური, მაკროეკონომიკური დახმარების მიღება, რასაც იღებს ევროპის კავშირისგან. იგივე საუბრებია დაწყებული ამერიკის კონგრესში, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს სანქციების სამიზნე, ნაცვლად ამისა, სანქციები უნდა დაეკისროს პირადად ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას’’, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

15 მაისს ყველას აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა ,,ლეიბორისტული პარტიის’’ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

,,15 მაისს მე მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, გადავდოთ ყველა პირადი სამსახურეობრივი და საზოგადოებრივი საქმე. 15 მაისს გვეძახის სამშობლო, გვეძახის ჩვენი ქვეყნის მომავალი, გვეძახის ჩვენი ისტორია და ყველანი გავმწკრივდეთ რუსთაველის პროსპექტზე. შეიძლება ეს დღე იყოს 26 მაისის გამარჯვების ტოლფასი თარიღი სამომავლოდ’’, – განცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 15 მაისს საპროტესტო აქციას გეგმავენ. აქციის ჩატარების თარიღი 20 მარტს, მოლაპარაკებების პირველი რაუნდის უშედეგოდ დასრულების შემდეგ დაანონსეს.

ავტორი
ნინო დავითაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...