ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

პარლამენტის წინ “კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

დღეს, 3 აპრილს სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათისა და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით, პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები “თავისუფლების მარშს” სამი სხვადასხვა ლოკაციიდან შეუერთდებიან, მოგვიანებით კი ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტებენ “კომენდანტის საათსა” და ჯარიმებს.

აქციის მონაწილეები იქნებიან, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციები, ისე პროტესტს შეუერთდება 2 პოლიტიკური პარტიაც – ,,გირჩი – მეტი თავისუფლება’’ და ,,ლელო’’.

საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება, 21:00-ზე კი აქციის მონაწილეები დემონსტრაციულად კომენდანტის საათს დაარღვევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, “კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით, დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება ბათუმშიც.

ავტორი
ნინო დავითაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული