spot_img
მთავარისხვადასხვა"ქართულ ბაზარზე ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია ოპერირებს,...

“ქართულ ბაზარზე ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია ოპერირებს, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ მაუწყებლებისთვის, არამედ რეკლამის დამკვეთებისთვის” – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის დაფინანსებით სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსს“, რომელიც „კანტარ მედია“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდება. კომისიამ საერთაშორისო აუდიტის ჩასატარებლად ტენდერი დღეს გამოაცხადა. სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიებში საერთაშორისო აუდიტის ჩატარების საჭიროება იმითაა განპირობებული, რომ დღეს საქართველოში ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია არსებობს, რომელთა მონაცემებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაშინ, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიას ერთი კომპანია ზომავს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია ოპერირებს, სარეკლამო ბაზარზეც ორი განსხვავებული მონაცემი არსებობს, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ მაუწყებლებისთვის, არამედ რეკლამის დამკვეთებისთვის. განსხვავებული მონაცემების პირობებში რეკლამის დამკვეთებმა არ იციან რომელია ზუსტი, შესაბამისად აღნიშნული გარემოება ნეგატიურ გავლენას ახდენს სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე.

სარეკლამო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ, როგორც მაუწყებლობის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელმა უწყებამ, გამოთქვა მზადყოფნა დაეფარა საერთაშორისო აუდიტის ხარჯები, რომლის შედეგებიც სარეკლამო ბაზარზე არსებულ კითხვის ნიშნებს გასცემს პასუხს. კომუნიკაციების კომისიამ ორივე სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიას შესთავაზა თავად შეერჩიათ საერთაშორისო აუდიტორი. კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებაზე „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ თანხმობა განაცხადა, უფრო მეტიც, TMI-ის ხელმღვანელობა მზად იყო მათ კომპანიაში აუდიტი შპს „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ მიერ შერჩეულ საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიას ჩაეტარებინა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის შეთავაზება არ მიიღეს. ამის მიზეზად კომპანიამ იმ მაუწყებლების პროტესტი დაასახელა, რომლებიც მისი დამკვეთები არიან. კერძოდ, „თი-ვი-ემ-არ საქართველოში“ აუდიტის ჩატარებაზე წინააღმდეგობა „ტელეკომპანია პირველმა“, „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „კავკასიამ“ დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ რეკლამის დამკვეთი კომპანიებისთვის სარეკლამო ბაზარზე არსებული ორი განსხვავებული მონაცემის არსებობა იწვევს კითხვის ნიშებს, რის გამოც ისინი ბოლო წლებში რეკლამისთვის განკუთვნილ თანხებს არა მაუწყებლებში, არამედ ციფრული მედიისკენ მიმართავენ, სადაც რეკლამიდან მიღებული სარგებლის გაზომვა აბსოლუტური სიზუსტითაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზარზე არსებულ ორივე რეიტინგების მთვლელ კომპანიას ჩატარებული ჰქონდეს საერთაშორისო აუდიტი და მათთან დაკავშირებით არ არსებობდეს კითხვის ნიშნები. ვინაიდან აუდიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს კომპანიის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ქართულ ბაზარზე მსგავსი სახის აუდიტი წლებია არ ჩატარებულა, პრობლემა კი ორი მთვლელის და ვალუტის არსებობის პირობებში აუდიტის ჩატარების გარეშე ვერ გადაიჭრება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...