spot_img
მთავარიკანონი და სამართალიადვოკატის პროფესია სულაც არ არის იოლი და იყო...

ადვოკატის პროფესია სულაც არ არის იოლი და იყო ადვოკატი ნამდვილად წარმოადგენს ღირსებას, როგორც ცალკეული პირებისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის – გვანცა ცაბაძე

ადვოკატთა ინსტიტუტმა, საქართველოს სხვა ინსტიტუტების მსგავსად, რეფორმების არაერთგვაროვანი პროცესი გაიარა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს მას არეგულირებს და წარმოადგენს ეროვნული პროფესიული ორგანო – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA). ასოციაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭო და ეთიკის კომისია ინტენსიურად მუშაობენ ადვოკატთა რეპუტაციის ამაღლებისთვის და პროფესიული სტანდარტების, მათ შორის ეთიკური ქცევის გაუმჯობესებისთვის.

საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ადვოკატს სამართალწარმოებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის მოსამართლესთან ერთად ფაქტობრივად ქმნის სამართლის ისტორიას.

შეჯიბრებით პროცესში სიმართლის დადგენა დამოკიდებულია მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე ამიტომ, სამართლებრივ სახელმწიფოში პროცესის სამართლიანობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფას. ხშირ შემთხვევაში ადვოკატის კვალიფიკაცია და გამოცდილება განსაზღვრავს სასურველი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.

საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ განგვიმარტავს საადვოკატო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს კერძოდ: „საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას“. ადვოკატმა უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით, კლიენტის დასაცავად.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი თავის თავში განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც ადვოკატთა მიერ აუცილებელია გასათვალისწინებლად, კერძოდ ადვოკატი ვალდებულია დაიცვას მთელი რიგი პროფესიული საქმიანობის ძირითადი პრინციპები: დამოუკიდებლობა, ნდობა, კონფიდენციალობა, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, კოლეგიალურობა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ადვოკატის პროფესია სულაც არ არის იოლი და იყო ადვოკატი ნამდვილად წარმოადგენს ღირსებას როგორც ცალკეული პირებისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის. ძლიერი ადვოკატთა კორპუსი ნიშნავს იყოს დაცული და გქონდეს კანონით გარანტირებული უფლებები რეალიზებული.

საინფორმაციო სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, იურისტი
გვანცა ცაბაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...