ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ არ გვქონდა დაყენებული არცერთი ულტიმატუმი მოდერატორის წინაშე...

“ჩვენ არ გვქონდა დაყენებული არცერთი ულტიმატუმი მოდერატორის წინაშე და იმ დიპლომატების წინაშე, რომლებიც წარმართავდნენ ამ დიალოგს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ უშედეგოდ დასრულებული დიალოგი ძირითადად ოპოზიციის ბრალია, რადგანაც მათი მხრიდან 2 ულტიმატუმი იყო დაყენებული, რასაც არ ეთანხმებოდა მმართველი პარტია:

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ გავაცანით უმრავლესობის წევრებს, გუშინდელი დიალოგის დეტალები, რაც ბუნებრივია იყო უფრო მნიშვნელოვანი. გუნდს აინტერესებდა ეს დეტალები და ყველა ნიუანსზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდებოდა გუშინდელ დიალოგს, დანარჩენზე ჩვენ საჯაროდაც გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი. გავრცელებული ინფორმაციდან თქვენც იცით, რაც ხდებოდა მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, ვინ აყენებდა ულტიმატუმებს და ვინ არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ არა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კონსტრუქციული პოზიცია.

ჩვენ არ გვქონდა დაყენებული, არცერთი ულტიმატუმი, მოდერატორისა და იმ დიპლომატების წინაშე, რომლებიც წარმართავდნენ ამ დიალოგს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჰქონდათ ორი ულტიმატუმი, ერთი უკავშირდებოდა არჩევნების პლებისციტს, მეორე უკავშირდებოდა რურუას თემას. როდესაც ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი, ამ ორ თემასთან დაკავშირებით, დანიელსონმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, მან მოსპო ყოველგვარი რესურსი, იმისათვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო, თავისი არაკონსტრუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით, რომელიც ორ საკითხთან იყო დაყენებული.

ჩვენ გვქონდა ოთხ ნიუანსთან დაკავშირებით მოსაზრებები, თუმცა ამ ოთხ ნიუანსთან დაკავშირებითაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მზად ვიყავით არგუმენტებით გაგვეგრძელებინა მსჯელობა, მაგრამ ულტიმატუმი არსებულ პუნქტთან დაკავშირებით, არ იყო დაყენებული. ამ ოთხ პუნქტზე გვინდოდა, უბრალოდ დამატებით მსჯელობის გაგრძელება, არცერთზე არ იყო ულტიმატუმი დაყენებული, შესაბამისად, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი პრინციპული თანხმობა, ხელმოწერასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ოპოზიციას, იგი თავიდანვე იყო გაღიზიანებული იმით, რომ მოდერატორმა, კრისტიან დანიელსონმა, საერთოდ არ შეიტანა პუნქტი, არჩევნებთან დაკავშირებით და ბოლომდე ჰქონდა პრინციპული პოზიცია, აქედან გამომდინარე, დააყენა ერთი ულტიმატუმი ოპოზიციამ, ხოლო მეორე ულტიმატუმი უკავშირდება რურუას თემას. ეს ორი ულტიმატუმი გახდა მიზეზი იმისა, რომ დიალოგის გაგრძელებამ დაკარგა აზრი, ეს იყო აბსოლუტურად არაკონსტრუქციული.

რაც კი შეეხება რეფორმებს, მთლიანობაში იყო ოთხი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვინდოდა არგუმენტების გაცვლა და შესაბამისად ამაზე დავაფიქსირეთ პოზიცია, მათ შორის, რეფორმებთან დაკავშირებითაც და შემდეგ საჯაროდაც გავიმეორეთ, ზუსტად იგივე პოზიცია, რომ ჩვენ რეფორმებს განვახორციელებთ ყოველგვარი შეთანხმების, ხელმოწერის გარეშეც, ეს ეხება საარჩევნო რეფორმას, პაკეტი არის უკვე ინიცირებული, ამაზე გამზადდება მსჯელობა, ასევე ბუნებრივია დაველოდებით ჩვენ ეუთო/ოდირის დოკუმენტს, მათ დასკვნას, ამ პროექთან დაკავშირებით. შესაბამისად ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ბარიერი დაიწევს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მაქსიმალური ბარიერი იქნება 3%, კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, ამაზე არის საუბარი. იქვე ჩვენ დავაფისირეთ მზადყოფნა, რომ ვიმსჯელებთ უფრო დაბალი ბარიერის შემოღებაზეც, 2024 წლის არჩევნებისთვის და უფრო მეტიც, ვიმსჯელებთ არა მარტო 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც უფრო დაბალი ბარიერის შენარჩუნებაზე. აქ კარი ჩაკეტილი არ არის, გვექნება მსჯელობა უფრო დაბალ ბარიერზე 2024 წლისთვის, ასევე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი დროით ამოქმედებაზეც, ამისათვის კარი არის ღია, მთავარია ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში, გამომდინარე იქედან, რომ 113 ხმა არის საჭირო გადაწყვეტილებისთვის.

სასამართლოს რაც შეეხება, ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ დროებით შეჩერდება პროცედურა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის, ვიდრე არ დასრულდება კანონპროექტის მიღება, ამ პროცედურასთან დაკავშირებით. პროცესი დასრულდება ხვალ, უკვე, იქნება მიღებული შესაბამისი კანონი, სადაც იქნება ასახული ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაცია. აქ საქმე ეხება, მაგალითად კენჭისყრის ღიაობას, საქმე ეხება გასაჩივრების პროცედურას, არის სამი რეკომენდაცია წარმოდგენილი, ვენეციის კომისიის მხრიდან და სამივე იქნება სათანადოდ ასახული და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება შესაბამისი პროცედურა. ასევე შესწავლილი იქნება სასამართლო რეფორმების მესამე და მეოთხე ტალღები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
თეკლა თოდუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...