პარასკევი, აპრილი 19, 2024

კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი ჭოტი – Athene noctua (Little owl)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველების შესახებ საინტერესო მასალების გამოქვეყნებას აგრძელებს. ამჯერად გაიცანით ჭოტი – Athene noctua (Little owl)

ბუდეს იკეთებს კლდის ან შენობის ხვრელში. მარტში დებს 4-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 27-28 დღემდე გრძელდება. მართვეს გამოჩეკიდან 30- 35 დღის შემდეგ შეუძლია ფრენა, გამრავლებას კი 1 წლიდან იწყებს.

სხეულის სიგრძე: 22-27სმ, ფრთების შლილი: 50-57 სმ.დამახასიათებელია სხეულის ზედა ნაწილის მურა შეფერილობა ღია ლაქებით და ქვედა ნაწილისა – მოთეთრო, მურა ლაქებით. აქვს დიდი ყვითელი თვალები და ტანთან შედარებით გრძელი ფეხები.

მისი ჰაბიტატია ღია ადგილები, მეჩხერი ტყეები და ტყეპარკები.

IUCN-ის სტატუსი: LC

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული