სამშაბათი, ივნისი 17, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ერთ მაქვს ძალიან დიდი სინანული, რომ იმ ადამიანებმა,...

“ერთ მაქვს ძალიან დიდი სინანული, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ძალიან გვენდნენ, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად” – რუსუდან კერვალიშვილი

რუსუდან კერვალიშვილმა, „ცენტრ-პოინტის“ ერთერთმა დამფუძნებელმა, 4 წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და დღეს საპატიმრო დატოვა. ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში იგი დიდი ოპტიმიზმით აღნიშნავს, რომ გაჩნდა იმედი არსებული პრობლემების მოგვარების მხრივ:

ერთი მაქვს ძალიან დიდი სინანული, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ძალიან გვენდნენ ჩვენ, წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელიწადია, რომ პრობლემა დასრულდეს, მაგრამ ეხლა იმედი მოგვეცა ჩვენ, რომ იწყება მშენებლობა, იწყება 1 თვეში მერიასთან ერთად და ჩვენი ამოცანაა, სანამდეც ვართ მე და მაია, ჩვენი ამოცანა ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავიანთ ბინებში,“ – აცხადებს რუსუდან კერვალიშვილი.

ბექა ბასილაია – რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატი, ცენტრ-პოინტის საქმეზე, დამატებით განმარტებებს აკეთებს

ყველა პროცედურა არის უაღრესად ლეგალური და ამ პროცედურების და ამ ბიზნესის პროექტის მიმდინარეობის დროს, სახელმწიფო არ ხარჯავს არც ერთ თეთრს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მობილიზირებულია ის ქონებები, რომლებიც გააჩნდა „ცენტრ-პოინტ“ ჯგუფს და ამ ქონებებს აქვს, ის რესურსი, რომ დაკმაყოფილდეს როგორც დაზარალებულები, ასევე ინვესტორისთვის საინტერესო იქნეს, ამ მშენებლობების დასრულება,” – აცხადებს ბექა ბასილაია.

ცნობისათვის: რუსუდან კერვალიშვილს ბრალი ედებოდა, თაღლითობასა და მეანაბრეთა თანხების მითვისებაში, რის გამოც მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

ავტორი
თეკლა თოდუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...