სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი...

ანრი ოხანაშვილი – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ჩვენს მიერ დაინიცირებული ცვლილებებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად შესრულებული იქნება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი საბოლოოდ ამ რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანილი იქნება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ქართული ოცნების გუნდი, 2019 წლიდან მოყოლებული, თანმიმდევრულად ახორციელებს სასამართლო სისტემის რეფორმებს და ის პროგრესი, რომელიც არის სასამართლო სისტემაში არის შთამბეჭდავი, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მისივე თქმით, ამ რეფორმის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდა.

ვენეციის კომისიისგან მივიღეთ რეკომენდაციები იმისათვის, რომ ეს პროცესი დამატებით კიდევ დახვეწილიყო და შედეგად, ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის ინიცირების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო დააზუსტებს რამდენიმე საკითხს იმ მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომელიც ჩვენ 2019 წელს დავიწყეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტი შემდეგ საკვანძო საკითხებს ეხება: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სამართლოს მოსამართლეთა შერჩევის დროს კენჭისყრების ღიაობას, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია თუ საბჭოს რომელმა წევრმა კონკრეტულად რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი; სარეიტინგო სიის შექმნას, შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით პარლამენტს წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები; საბჭოს წევრების ვალდებულებას კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების თაობაზე; კანდიდატებისთვის მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გასაჩივრების უფლების მიცემას, ანუ შემოთავაზებული იქნება ორჯერ გასაჩივრების მექანიზმი.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული და მიღებული ცვლილებებით, საბოლოოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად შესრულებული იქნება. ამას არასამთავრობო სექტორი მიესალმება და ეს ცვლილებები უზრუნველყოფს კიდევ მეტ გამჭვირვალობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...