შაბათი, აპრილი 27, 2024

ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, მეორე მხარეს კი არის ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაულებრივი ქმედებები აღკვეთა და მოაშორა საქართველოს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება კონკრეტულ მოსაზრებას, რომ მოლაპარაკებების პროცესში უნდა ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, რასაც სპეკულაციად და შეურაცხყოფად მიიჩნევს მმართველი პარტიის ლიდერი:

როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ თურმე ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ეს არის სინამდვილის გამრუდება ან მცდელობა.

პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია და შესაბამისად განცხადება სპეკულაციურია, პირდაპირ ასე ვიტყოდი, როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. არ არის ასეთი განცხადება სწორი.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, კრიმინალური სისტემა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ღირსება იმსხვერპლა, დაგვაკარგვინა ჩვენი ქვეყნის 20%. ხოლო მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ქვეყანაში აღკვეთა და მოაშორა საქართველოს. როდესაც ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს, ეს არის სპეკულაცია და შეურაცხყოფა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული