ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისპორტიბორჯღალოსნების მორიგი გამარჯვება: რუმინეთის ნაკრები დამარცხებულია, "ანთიმოზ ივერიელის...

ბორჯღალოსნების მორიგი გამარჯვება: რუმინეთის ნაკრები დამარცხებულია, “ანთიმოზ ივერიელის თასი” საქართველოში დარჩება…

ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩში რუმინეთს 28:17 სძლიეს, 18 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გამაგრდნენ და მეტოქეებისთვის პრაქტიკულად მიუწვდომლები არიან.

თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასს ოფიციალურად ივნისში ჩავიბარებთ (დასკნით მატჩში 26/27 მარტს ბელგიას, ან ნიდერლანდებს ვმასპინძლობთ), მანამდე კი საქართველომ მე-14-ედ შემართა რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასი“.

მე-20 წუთზე შალვა მამუკაშვილის წითელი ბარათის გამო, მოედანზე ბორჯღალოსნები მთელი საათი კაცნაკლულნი დარჩნენ. მიუხედავად ამისა, საქართველო უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს სამი ლელო გაუტანა – პირველ ტაიმში საჯარიმო, მეორეში კი ბექა გიგაშვილმა და აკა ტაბუცაძემ. თედო აბჟანდაძემ ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო საბოლოო წერტილი გიორგი ბაბუნაშვილმა არეკნით დასვა. ის მეორე სანაკრებო მატჩს ატარებდა და პირველი ქულები აიღო.

ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...