კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი...

“სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება და შეფასებებს აძლევს ე.წ. პოლიტიკურ ველზე დღეისათვის შექმნილ რეალობას:

გადავხედოთ რეალობას, რომელიც დღეისათვის შეიქმნა პოლიტიკურ ველზე: 9 თებერვალს ევროკომისიამ და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები და დადებითად შეაფასა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება.

11 იანვარს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანალოგიური შინაარსის ანგარიში, ხოლო 6 მარტს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, რომელიც ასევე უპირისპირდება ნაცმოძრაობის ინტერესს. არჩევნები პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 11 მარტის ანგარიშშიც.

​ოპოზიციისათვის სანდო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაც აჩვენებს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური სუბიექტების პარლამენტში შესვლას ითხოვს და მიუთითებს რომ არჩევნების პროცესი მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ჩვენი საზოგადოების მხოლოდ 9% არ ეთანხმება ამ მიდგომას. იგივე პოზიცია 16 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე კვლავ დაადასტურა ევროკავშირმა. ხოლო სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა. თავად რუსეთიც არ მალავს რომ ადეკვატური პასუხი ექნება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ასე რომ ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რა არის მათთან გამკლავების მექანიზმი,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...