კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გავრცელებული ინფორმაცია ჭონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის შესახებ არ დასტურდება"...

“გავრცელებული ინფორმაცია ჭონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის შესახებ არ დასტურდება” – საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საპატრიარქოს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს “ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, სადაც ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ იყო საუბარი, რასაც საპატრიარქო უარყოფს:

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი თითქოსდა ვანდალური ფაქტის შესახებ.

როგორც სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდი იუწყებოდა: „მარტვილის მონასტრის კომპლექსის ჩიქვანების სამსართულიანი ეკლესიის პირველი სართულის კელიაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა. ფრესკის დაზიანების მიზეზი უცნობია“.

ჭყონდიდის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ზემოაღნიშნულ სამრეკლოში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება.

როგორც ირკვევა, ამ სივრცეში რამდენიმე წლის წინ გადაწყდა მცირე ტრაპეზის მოწყობა და დაიწყო კედლების მოხატვაც, თუმცა მოგვიანებით სამუშაოები შეჩერდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამრეკლოს ეს სართული სარდაფის ტიპისაა, დროთა განმავლობაში ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა და გარკვეულ მონაკვეთებზე საღებავის ჩამოცვენა გამოიწვია.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ვანდალიზმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ადგილზე გაცნობა, რომლის თაობაზეც დეტალურ ინფორმაციას დაწვრილებით მოგაწვდით,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...