კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგანგებო სიტუაციამეხანძრე-მაშველებმა ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ყველა მწყემსი, წვრილფეხა პირუტყვი...

მეხანძრე-მაშველებმა ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ყველა მწყემსი, წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ქვახვრელში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. მეხანძრე-მაშველებმა ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ყველა მწყემსი, წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კუნძულთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა დილიდან მოაწყვეს და წვრილფეხა პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 24 მარტს შემოვიდა შეტყობინება, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი.

ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარის და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი. მეხანძრე-მაშველები დარჩნენ ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...