კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოალაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესები

ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის გეოლოგების ჯგუფი ცაგერის მუნიციპალიტეტში იმყოფება და ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე ეცნობა.

მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური მეწყრული პროცესების პროვოცირება მოახდინა. ჩამოშლილმა მასამ საავტომობილო გზა დააზიანა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

სააგენტოს გეოლოგებმა ოპერატიულად განახორციელეს პირველადი კვლევები, რის შდეგადაც დადგინდა, რომ ადგილი აქვს ძველი მასშტაბური მეწყრის გააქტიურებას.

მეწყრის მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ზემოთ აღნიშნული გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა, რაშიც აქტიურად არის ჩართული გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი. ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ გადაცემული იქნა შესაბამისი უწყებებისთვის.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...