ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა და უნდა...

სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი – გერმანელი ინჟინერ-გეოლოგი

თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგის პეტერ ნიუმანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის საკითხის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება დასჭირდება.

უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება არის სწორი. ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები.

უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება, განვაგრძოთ გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები.

საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც მხოლოდ ერთი გზით არ გადაიჭრება. საკმაოდ ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს სამუშაო პროცესს. უნდა მოხდეს კონკრეტული მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება“, – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...