სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“ეს არის კიდევ ერთი უტყუარი დადასტურება გიორგი რურუას მიმართ პოლიტიკური დევნის განხორციელების” – დიტო საძაგლიშვილი

სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, გულაშვილის მიერ შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილის კახა საბანიძის მიმართ გაჟღერებულ კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება და “მთავარი არხის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს პატიმარ გიორგი რურუას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი:

გამოძიებას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, იმიტომ რომ მსგავსი სახის გამოძიებები არაერთხელ დაუწყია პროკურატურას და გვინახავს მერე ეს საქმეები შემოდებული თაროზე.

ეს არის კიდევ ერთი უტყუარი დადასტურება გიორგი რურუას მიმართ პოლიტიკური დევნის განხორციელების და ის გააჩერეს პოლიციელებმა არა შემთხვევით, კონკრეტულ ადგილზე, როგორც ამას გვიმტკიცებდნენ სასამართლო პროცესზე, არამედ ჯიპიეს მოწყობილობაც ჭირდებოდათ ზუსტად იმისთვის, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ჩადების ადგილი შერჩეულიყო ისე, რომ იქ არ ყოფილიყო გარე სამეთვალყურეო კამერები

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული