ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ირაკლი კობახიძე: “ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ ბიძინა ივანიშვილის გვერდით”

ბიძინა ივანიშვილთან ოცნების წევრების დამოკიდებულებაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და განსაზღვრავს პარტიის ლიდერთან ურთიერთობის ფორმას:

ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ ბიძინა ივანიშვილის გვერდით, იმიტომ რომ ის არის პარტიის ლიდერი. აქ არის ძალიან მარტივად ყველაფერი და სხვა ალტერნატივა ბუნებრივია ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას, ბუნებრივია, შეტრიალება არ სჭირდება და არასწორია ამ სურათის შეტრიალება, იმიტომ რომ რეალური სურათი არის ის, რომ გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერის გვერდით, იმიტომ რომ ის არის ლიდერი გუნდში” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული