ხუთშაბათი, მაისი 16, 2024

“ერთადერთი, რაც ახლა ქართულ სამედიცინო საზოგადოებას შეუძლია და ვალდებულია გააკეთოს, ეს არის მომხდარის პირუთვნელი, გამჭვირვალე გამოძიება!” – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ეხმაურება 27 წლის ახალციხელი ექთნის გარდაცვალების ფაქტს, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს მომხდარის პირუთვნელ, გამჭვირვალე გამოძიებას:

გულწრფელი სამძიმარი ქალბატონ მეგი ბაქრაძის ოჯახს.

ერთადერთი, რაც ახლა ქართულ სამედიცინო საზოგადოებას შეუძლია და ვალდებულია გააკეთოს, ეს არის მომხდარის პირუთვნელი, გამჭვირვალე გამოძიება!

გააჩნია ქვეყანას საკმარისი სამედიცინო ინტელექტი ამისათვის. პროფესიული ეთიკა და მორალი მოითხოვს ამას. ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სჭირდება სრულყოფილი, პატიოსანი ანალიზი. სხვათა გადარჩენად არის ეს საჭირო!

მეგი ბაქრაძის სახელი უნდა დაერქვას მერე პროტოკოლს, რომელიც დაავალდებულებს კლინიცისტებსა და სამედიცინო ადმინისტრატორებს იმ წესებისა და მოვალეობების სამხედრო სიზუსტით დაცვას, რომლის გარეშეც არ შეიძლება ფუნქციონირებდეს ცივილიზებული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მასიური სამედიცინო კამპანიების პროცესში.

კიდევ ერთხელ, ჩემი გულწრფელი სამძიმარი ქალბატონ მეგის შვილებს და ოჯახს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ გურული.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული