27 წლის ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

27 წლის ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც 18 თებერვალს, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა და კომაში ჩავარდა. პაციენტი ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც დღეს დილით გარდაიცვალა… საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო … ვრცლად 27 წლის ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა