ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ივანიშვილი ნამახვანს აშენებს იმიტომ, რომ ჰაიდელბერგ ცემენტი აქცია...

“ივანიშვილი ნამახვანს აშენებს იმიტომ, რომ ჰაიდელბერგ ცემენტი აქცია მონოპოლისტად იყიდა და 250 მილიონ დოლარს აკეთებს მარტო ნამახვანზე” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და შეფასებას ახდენს დენის ტარიფის ფორმირებასთან დაკავშირებით. საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული ინტერესი აქვს ნამახვანჰესთან მიმართებაში:

ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მცირე ბიზნესს გაუძვირა დენის გადასახადი 12-დან 32 თეთრამდე, ესე იგი, თითქმის 3-ჯერ მეტს დენისთვის ვიდრე აქამდე იხდიდა ყველა რესტორანი, კაფე, სასტუმრო, სავაჭრო ობიექტი, პატარა საამქრო.

ეს იმის ფონზე, რომ ეკონომიკის კრიზისმა ისედაც წელში გატეხა, გაანადგურა და გაქრობის პირას მიიყვანა ამ საწარმოების უმეტესობა – და იცით რატომ ? იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოჭრა მილიარდი დოლარის ბიტკოინები უფასოდ, თითოეული თქვენგანის ხარჯზე, თითოეული მაღაზიის, რესტორნის, სავაჭრო ობიექტის და ახლა საიდანღაც ხომ უნდა ამოიღოს ფული და იღებს თქვენი ჯიბეებიდან!

დენის გაძვირების მთავარი მიზეზი შემდეგია.
ჩვენ დროს იყო შეწონილი ტარიფი. ანუ იაფიანი ჰიდრო ჰესების და ძვირიანი თბო და იმპორტი ერთიანდებოდა დადგინდებოდა საშუალო (შეწონილი) ტარიფი, ეს გააუქმეს და იაფი დენი თავისებს მისცეს და მხოლოდ ძვირი დაუტოვეს სხვებს.

ზუსტად ასევე ყველა ობიექტში არის ინტერესი – ნამახვანს აშენებს იმიტომ, რომ ჰაიდელბერგ ცემენტი აქცია მონოპოლისტად იყიდა და 250 მილიონ დოლარს აკეთებს მარტო ნამახვანზე და ბევრ სხვა ჰესში აქვს ჩადებული თავისი ინტერესი, მათ შორის თავისი ცემენტის გაყიდვით
და პირდაპირი წილის სახით.

ამ კაცს მიაჩნია, წინააღმდეგობა არ იქნება თქვენგან და მაინც გაუვა თავს ეს ყველაფერი. მე მინდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მოვუწოდო, დაიცვან თავისი უფლებები – დინგში მოარტყან ამ მთავრობას! წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლომდე გადაგივლიან და გაგყრიან ქვეყნიდან!

ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, ყველა უნდა დავდგეთ ერთად, ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები, იმაში, რაც არის სამართლიანი ამ უსამართლობის წინააღმდეგ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის ახალგაზრდობას, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის შუქურად მიიჩნეოდა” – ლევან სანიკიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის –...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...