შაბათი, აპრილი 20, 2024

რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს:

აკრედიტებულია თუ არა პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);

აკრედიტაციის ვადები;

გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);

საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;

საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;

თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული