კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაგავიკეთე ვაქცინა, არაფერი ამაში არ არის საშიში, თავს...

გავიკეთე ვაქცინა, არაფერი ამაში არ არის საშიში, თავს ვგძნობ გადასარევად – პაატა იმნაძე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს პირდაპირ ეთერში დაიწყო ვაქცინა ,,ასტრაზენეკას” პირველი დოზების გამოყენება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ასაცრელად დარეგისტრირდა, დღეს დილით გაიკეთა ვაქცინა და აცხადებს, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და საშიში არაფერია:

,,დღეს იწყება ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების დასაწყისი.

ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს ვაქცინა არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.

აქედან გამომდინარე მე მინდა, რომ ჩემ ყველა კოლეგას, ნებისმიერ ჩვენ თანამოქალაქეს მოვუწოდო – იმისათვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმში, აუცილებელია ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას.

პირველ რიგში ეს ეხება, რა თქმა უნდა, ჩემ კოლეგებს. აქედან გამომდინარე ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა, არაფერი ასე ვთქვათ ამაში არ არის საშიში.

გუშინდელი ღამის მონაცემებით რეგისტრირებულია 2 000-ზე მეტი ჩემი კოლეგა აცრაზე.

მოგეხსენებათ, რომ 3 დღიანი ბიჯით არის გახსნილი რეგისტრაციის თარიღები.

თავს ვგძნობ გადასარევად“, – განაცახადა პაატა იმნაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...