ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“ეს არის ხელისუფლების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია “პირველი” აღარ იყოს ამ ქვეყანაში” – ვატო წერეთელი

ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების საპასუხოდ სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს საზოგადოების, ქვეყნის ხელისუფლებისა და უცხოელი დიპლომატების მისამართით:

პირველ რიგში, არ ვაპირებ რამე მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ჩემი გადმოსახდიდან ვფიქრობ, რომ ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს. არ ვაპირებ არანაირ მიმართვას მათ მიმართ.

მე ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც არარსებული მითიური ელექტროხელსაწყო.

მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას: გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია “პირველი” ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ – გამორიცხულია, თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ, არ იყოს მაუწყებლობა და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში.

მე მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაქცია, სწრაფი რეაგირება, რადგან დღეს სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია “პირველში”.

ეს არის ხელისუფლების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია “პირველი” აღარ იყოს ამ ქვეყანაში, აღარ იმაუწყებლოს“ – აცხადებს ვატო წერეთელი.

 

სასამართლოს დადგენილება

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული