ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სწავლა 2 000-ზე მეტ...

სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სწავლა 2 000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება – კახა კალაძე

თბილისის მერიის ინიციატივით სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა გაფართოვდა და დაფინანსება თბილისში რეგისტრირებულ უფრო მეტ სოციალურად დაუცველ სტუდენტზე გაიცემა. აღნიშნული მხარდამჭერი პროგრამის თაობაზე დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:

ჩვენი ინიციატივით, სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა გაფართოვდა და დაფინანსება თბილისში რეგისტრირებულ უფრო მეტ სოციალურად დაუცველ სტუდენტზე გაიცემა, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 და უფრო ნაკლები ქულა აქვს.

ცვლილებების განხორციელებამდე, პროგრამის ფარგლებში ფინანსდებოდნენ სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან უფრო ნაკლები იყო. ჩვენ გავზარდეთ სტუდენტების რაოდენობა და ახალგაზრდებს, წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მივეცით, ფინანსურად დავეხმაროთ და სწავლა დავუფინანსოთ.

გაზაფხულის სემესტრის დასაფინანსებლად, საბუთების მიღება პირველ მარტს დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში, სწავლა 2 000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება. ასე რომ, იაქტიურეთ და ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...