ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"100 წლის წინ ჩვენი სახელმწიფო იყო მოწინავე ევროპული...

“100 წლის წინ ჩვენი სახელმწიფო იყო მოწინავე ევროპული მოდერნიზაციის პროცესის განუყოფელი ქვეყანა” – ელენე ხოშტარია

კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო მემორანდუმი – “კონსტიტუცია-100 – ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს!“, სიტყვით გამოვიდა ოპოზიციონერი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას, 100 წლის წინ საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ზრდასა და წლების განმავლობაში დაგროვილ ისტორიული გამოცდილებაზე გააკეთა აქცენტები:

,,მიმაჩნია, რომ იმ ძალიან რთულ ვითარებაში, როდესაც ძალიან ჭირს ვიყოთ ორიენტირებულები მომავალზე, რაღაცის შექმნაზე და არა ნგრევაზე. ეს არის ძალიან საჭირო და დროული ინიციატივა. სწორედ მსგავსი ინიციატივები, რომლებიც არის სავსე კონკრეტული შედეგით ყველა მოქალაქისთვის, აბსოლიტურად ყველას აუხსნი, რომ შენ იქნები შენი თავის პატრონი, შენ შენსას შექმნი და მიიღებ. შენ ამით დააბრუნებ დოვლათს. შენ ამით გექნება პატივისცემა. შენ გექნება გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი – ეს აბსოლიტურად ყველა ადგილას არის ის, რაც დღეს მოქალაქეებს აკლია.

ჩვენ გვიყვარს სიმბოლოები და სადღეგრძელოები, მაგრამ ზოგჯერ შინაარსს არ მივყვებით. სინამდვილეში ეს არ არის უბრალოდ სიმბოლიკა, რომ 100 წლის წინ ჩვენი სახელმწიფო იყო მოწინავე ევროპული მოდერნიზაციის პროცესის განუყოფელი ქვეყანა. ინგრეოდა იმპერიები, იყო ძალიან სერიოზული ლიბერალური ტალღა, იყო მსჯელობა და ქმედება თვითგამორკვევის, ეროვნული იდენტობის შესახებ, ადამიანის უფლებების შესახებ, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ეკონომიკის შესახებ – მთელ ევროპაში.

აი ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავით ჩვენ იდეურად, მსჯელობის დონეზე, ასევე კონკრეტულად იმ კონსტიტუციით.

ამიტომ, მე მინდა, რომ რამდენიმე ამონარიდი წავიკითხო 1918 წლის დისკუსიებიდან.

ნოე ჟორდანია 1918 წელი:

,,დემოკრატია ეს ხალხის პოლიტიკური ბატონობაა, ეს პოლიტიკური თვითმმართველობაა, ესე იგი ისეთი წყობილებაა, რომლის დროსაც ხალხმა უნდა გამოიჩინოს უნარი და ნიჭი, რომ თავისი თავი თვითონ მართოს, განაგოს. უნდა იყოს თავის თავის ბატონ-პატრონი“,

,,თვითმმართველობა ხომ ისეთი რამაა, რომ ერთი ათად უმატებს კაცს ძალ-ღონეს, ერთი ათად უმატებს ხალისს სამოქალაქო მოღვაწეობისთვის“,

ძალიან ხშირად იძახიან, რომ არა ვართ ჩვენ მზად თვითმმართველობისთვის.

,,ნუ იტყვით, რომ ხალხი არ არის მომზადებული თვითმმართველობისთვისაო. ქვეყანაზე ისეთი საქმე არ მოიპოვება, რომლისთვისაც ერთბაშად შეიძლებოდეს მომზადებული კაცების პოვნა“.

ამ ყველაფერში არის ორი რამე ტრაგიკული:

1. ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან ხელოვნურად და სისხლით გაწყდა. ძალიან უხეშად, ნაჯახით გადაიჩეხა აი ეს უმნიშვნელოვანესი იდეები.

2. ჩემთვის პირადად ტრაგედია და პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ უკვე 30 წელია ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ პოლიტიკურმა სპექტრმა, აი ეს ჩვენ სისხლში, ტრადიციაში გამჯდარი იდეები, ერთი წვეთითაც ვერ წავწიეთ წინ. ძალიან მარტივი რაღაცის გამო, რომ ძალაუფლება გვინდა ჩვენთვის და არა ხალხისთვის. ზუსტად ეს უნდა შევცვალოთ.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად მივიღებ ამაში მონაწილეობას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...