ორშაბათი, ივნისი 30, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"კონსტიტუცია-100 - ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს!" - საინიციატივო...

“კონსტიტუცია-100 – ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს!” – საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული მემორანდუმის ხელმოწერა

საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება/პრეზენტაცია გამართა მეტეხის პლატოზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინიციატივო ჯგუფმა, სახელწოდებით “კონსტიტუცია-100 – ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს!“. საზოგადოების სხვადასხვა სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა – რატი ამაღლობელმა, ხათუნა ლაგაზიძემ, ლაშა ბუღაძემ, დავით კიზირიამ, ელენე ხოშტარიამ, გიორგი ვაშაძემ, მამუკა ხაზარაძემ და სხვებმა ხელი მოაწერეს საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ მემორანდუმს:

ასი წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული რესპუბლიკა შეიქმნა. სახალხო ნებაზე დაფუძნებული რესპუბლიკის დაბადება უმნიშვნელოვანესი მომენტია ქვეყნის ისტორიაში, ხალხის მიერ პროპორციული პრინციპით არჩეული პარლამენტით, პროგრესული კონსტიტუციით, ადამიანის კეთილდღეობისკენ მიმართული პოლიტიკით.

პირველი კონსტიტუციით მსოფლიოს მასშტაბით გაცხადდა ქართველთა სწრაფვა ევროპული ცივილიზაციის თავისუფლებისა და პროგრესისაკენ.

პირველმა რესპუბლიკამ შექმნა ხალხის და განსხვავებული პარტიების თანამშრომლობის სამაგალითო პრაქტიკა. კანონმდებლობა, რომელმაც უზრუნველყო თავისუფლება, თანასწორობა, ადგილობრივი მმართველობა, დამოუკიდებელი სასამართლო, მრავალპარტიული დემოკრატია, სოციალური უფლებები – იყო პატრიოტ ქართველთა ერთობლივი შრომის შედეგი. ეს თანამშრომლობა აისახა კონსტიტუციაში, რომელიც საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის სამაგალითო ნიმუშია.

მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ გააძლიერა რიგითი მოქალაქე და შექმნა სახელმწიფო, რომელიც ემყარებოდა სახალხო ნებას.

სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციამ შეიწირა როგორც პირველი ქართული კონსტიტუცია, ასევე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.

საბჭოეთში 70 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ჩვენ ვერაფრით ამოვავსეთ ამ ისტორიული წყვეტით გაჩენილი უფსკრული, ვერ შევძელით ღირებულებითი კავშირის აღდგენა პირველ რესპუბლიკასთან. თავი ვერ დავაღწიეთ მანკიერ საბჭოურ გამოცდილებას. ვერ ჩამოვაყალიბეთ ძალაუფლების დაბალანსებული სისტემა და ვერ შევქმენით კონსტიტუციური გარანტიები სახელმწიფოებრივი რისკების დასაზღვევად. ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო. ხალხი განდევნილია კონსტიტუციის შექმნის პროცესიდან და შესაბამისად, გამქრალია სახალხო ინტერესიც.

დღეს საქართველოს კონსტიტუცია სრულიად განყენებული და გაუცხოებული დოკუმენტია ქვეყნის მოსახლეობისთვის. ადამიანების უმრავლესობას არ სჯერა, რომ კონსტიტუაცია მათ უფლებებსა და თავისუფლებას იცავს. კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ჩვენთვის დამსჯელი კონოტაციის მატარებელ სიტყვებად გადაიქცა, რადგან მას, როგორც წესი, ხელისუფლებები საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად იყენებენ.

მოქალაქეს იმის რწმენაც კი არ გააჩნია, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შექმნაში მონაწილეობს და რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.
მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ ადგილზე თავად შეუძლია იყოს ხელისუფლება.

100 წლის წინანდელი კონსტიტუცია სავსე იყო ამ სულისკვეთებით, ჩვენ კი დამოუკიდებლობის 30-წლიანი პერიოდის შემდეგაც ვერ მივაღწიეთ ამას. პირიქით – ძალაუფლების დეცენტრალიზაციის ნაცვლად მივიღეთ სრული ცენტრალიზაცია; ხალხისთვის რეალური უფლებების გადაცემის ნაცვლად კი, ძალაუფლების მტკიცე ვერტიკალი შევქმენით.

შესაბამისად, ჩვენს უმთავრეს გამოწვევად მუდმივად რჩება ხელისუფლების მიტაცება-უზურპაციის მცდელობა. ეს უშლის ხელს მრავალპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბებას და ეს დაუბალანსებლობა გვტოვებს დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლების პოლიგონად.

სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აღვნიშნავთ რა პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავს, ერთგულებას ვუცხადებთ ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილ კონსტიტუციურ ღირებულებებს და ამ ტრაგიკული, ისტორიული წყვეტის შემდეგ, ვიწყებთ ფართო საზოგადოებრივ პროცესს სახელწოდებით: კონსტიტუცია 100 – ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს!” – ნათქვამია მემორანდუმში.

ჩართულობისთვის ვიწვევთ საქართველოს ყველა მოქალაქეს:
ერთად შევქმნათ ცოცხალი საკონსტიტუციო პროცესი!
ერთად ჩამოვაყალიბოთ ადგილებზე თვითმმართველობის რეალური მექანიზმები! ერთად გავაცოცხლოთ კონსტიტუცია და ვაქციოთ ეროვნული თანხმობის მთავარ დოკუმენტად!” – მიმართავს საზოგადოებას საინიციატივო ჯგუფი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“ეეეერთადერთი თხოვნა მაქვს ოპოზიციასთან – ეგ ყანწები მოაშორეთ აქედან და ისე გველაპარაკეთ” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნებთან...