spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, ჩვენ...

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, ჩვენ გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში ვიდეომიმართვით განცხადებას ავრცელებს ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ივანიშვილის მიმართ მოსალოდნელია მძიმე სანქციები, თუ იგი არ გაათავისუფლებს ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრებს. ამასთან სააკაშვილისთვის მიუღებელია პლებისციტი და მიაჩნია, რომ მოკლე ვადაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები:

მე ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს, უახლოეს პერიოდში, ნიკა მელიას გათავისუფლება მოუწევს, ისევე როგორც რამდენიმე პოლიტპატიმრის, იმიტომ რომ, თუ ის ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას დაუდეს წინ სანქციების პირდაპირი მუქარა, მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული თუ ჩამორთმეული და მის მიმართ მიღებული იქნება სხვა ზომები. ამიტომ, უახლოესი კვირების და დღეების განმავლობაში ჩვენ ველოდებით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას, ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე – ეს ერთი.

მეორე – ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი. მას უნდა, რომ პლებისციტი ჩაატაროს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რაც რამდენიმე თვის შემდეგაა, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს და ბევრს მოისყიდის. რომც წააგოს ეს პლებისციტი და ის აუცილებლად წააგებს პლებისციტს, მერე ექნება კიდევ რამდენიმე თვე, იმისათვის, რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს კიდევ ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს მეგობრებო და ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი. ძალიან მძიმე სიტუაცია, უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ქვეყანა მართლა შიმშილის პირობებშია. კოვიდზე კატასტროფა მოუვიდათ, ლამის ბოლო ქვეყანა დავრჩით, სადაც ვაქცინა არ არის შემოტანილი.

ამ სიტუაციაში დროის დაკარგვა აღარ შეიძლება და არც უნდა მივცეთ ამის საშუალება. მე იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროდან გამოვა, ის მიიღებს ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მართლაც იმედი გვაქვს მისი ლიდერობის და მისი შეუპოვარი ხასიათის, მაგრამ ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს ამაში. მხოლოდ ნიკა ან ნებისმიერი ჩვენგანი ვერაფერს შეძლებს, ცალკე აღებული, თუ ყველანი არ ვიყავით ძალიან აქტიურები. ჩვენ გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები, რადგან ჩატარებული არჩევნები იყო ბოლომდე გაყალბებული და მოპარული, ეს იცის ყველამ.

კარგია, მივესალმები ევროპელების ჩართულობას, მივესალმები ინტერესის მაღალ დონეზე გატანას, მივესალმებით საერთაშორისო რეაქციებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი ამას სათანადოდ დააფასებს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არა ვართ ჩვეულებრივ სიტუაციაში,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” –...

„ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან“,...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...