ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ასეთი რანგის ევროპელი სტუმრის შემოთავაზებამ, აიღოს შუამავლის ფუნქცია, შექმნა ახალი რეალობა” – დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს შარლ მიშელის შემოთავაზებას, პირადად ჩაერთოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში და ამით გამოსწორდება ის, რაც ამ კვირაში ხელისუფლებამ გააფუჭა:

,,ასეთი რანგის ევროპელი სტუმრის შემოთავაზებამ შეხვედრის შესახებ, მისმა მზად ყოფნამ, რომ პირადად ჩაერთოს ამ დიალოგში, აიღოს შუამავლის ფუნქცია, რა თქმა უნდა, შექმნა ახალი რეალობა და შექმნა იმის შანსი, რომ მიუხედავად ნიკა მელიას დაკავებისა, რითაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად დახურა დიალოგის კარი და პერსპექტივა, დღეს ეს შეხვედრა შედგეს.

პირველი, რაც იქნება ჩვენი და პირადად ჩემი პოზიცია არის, გამოსწორდეს ის, რაც ამ კვირაში ხელისუფლებამ გააფუჭა. ეს არის ნიკა მელიას გამოშვება.

ესაა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლება და ამის შემდეგ დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკურ სტატუსქვოს, რთულს, მაგრამ იმ სტატუსქვოს, როცა ჩვენ დეკემბერში ვახერხებდით ძალიან რთულად, მაგრამ პოლიტიკურ თემებზე საუბარს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული