კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვანათია თურნავა, ბაკურიანში, სქი-ქროსში მსოფლიო თასის შეჯიბრს დაესწრო

ნათია თურნავა, ბაკურიანში, სქი-ქროსში მსოფლიო თასის შეჯიბრს დაესწრო

2021 წლის მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცის (FIS) ეგიდით, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება.

ბაკურიანი პირველი სამთო კურორტია რეგიონში, სადაც აღნიშნულმა ფედერაციამ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრის გამართვა გადაწყვიტა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ადგილზე ორგანიზატორებთან ერთად აღნიშნული მაღალი რანგის ტურნირის საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო.

მინისტრის შეფასებით, ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია. მისი თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი.

შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა. ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე. ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიო ჩემპინატისთვის, რომელიც 2023 წელს გაიმართება,“ – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბაკურიანში მიმდინარე სქი-ქროსის შეჯიბრი მსოფლიო მედია საშუალებებით გადაიცემოდა. უცხოეთში, უამრავი ადამიანი უყურებდა ბაკურიანსა და საქართველოს, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არა მარტო ჩვენი სპორტისა და ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, არამედ საქართველოს ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, რადგან ამ შეჯიბრით მსოფლიომ გაიცნო ბაკურიანი.
მინისტრის განცხადებით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დასრულდა ბაკურიანში ახალი საბაგიროს და სასრიალო არეალის მშენებლობა, ასევე გაუმჯობესდა ხელოვნური გათოვლიანების კომპონენტი. ამდენად, სპეციალური ტრასა შეჯიბრისთვის ნაწილობრივ ხელოვნული თოვლითაა გაკეთებული.

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 200 – მდე სპორტსმენი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და მსოფლიო თასის ეტაპზე მომუშავე ჟურნალისტები ჩამოვიდნენ.
შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართა, მაგრამ სქი-ქროსის მოყვარულებს შეეძლოთ მსოფლიო თასის ეტაპისთვის თვალყური ედევნებინათ იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Infront-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eurosport-ის საერთაშორისო არხზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...