spot_img
მთავარიეს საინტერესოა„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა...

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო

26 წლის ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. ‘ბრისტოლიდან ბეიჯინამდე”- ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლასა და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს. მისი მოგზაურობა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემია, მათთვის ვინც ლუკის მსგავსად სიმსივნეს ებრძვის, პროექტმა ევროპული მედიის ყურადღებაც მიიპყრო და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად თვალს ადევნებს ჟურნალისტებიც. ამჟამად, მასთან ერთად საქართველოში იმყოფება ბიბისის ჟურნალისტიც, რომელიც ლუკის მოგზაურობაზე ფილმს ამზადებს.

რეგიონში ყოფნისას ახალგაზრდა ველოსიპედისტმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანიაჭარა მოინახულა. ლუკის აჭარაში მოგზაურობას ორგანიზება აჭარის ტურიზმის დეპარამენტმა გაუწია. ის რეგიონს დღეს დატოვებს და გეზს აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღებს. მას ბათუმიდან ფოთამდე “Critical Mass” ბათუმის ველოსიპედისტები გააცილებენ. საქართელოში ლუკთან ერთად მოზაურობს მისი დედაც, რომელიც შვილთან ერთად მართავს ველოსიპედს. საქართველოს შემდეგ ველოსიპედისტი მოგზაურობას უკვე აზერბაიჯანის მიმართულებით გააგრძელებს.

ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი თავგადასავალი, მეორე კი ადამიანებისთვის სტიმულის მიცემაა. 2018 წელს, დამიდგინდა სიმსივნის აგრესიული ფორმა, თუმცა ბევრი ადამიანი შემხედავს ახლა და ალბათ არც დაიჯერებს.

ამ მოგზაურობით მინდა ვაჩვენო, რომ შენ მაინც შეგიძლია იოცნებო და იცხოვრო შენი საუკეთესო ცხოვრებით პანდემიისა და ბევრი სხვა სირთულეების მიუხედავად. ეს მოგზაურობა ერთი წლის წინ, 2020 წლის 1 იანვარს დავიწყე. მთელი წელი დამჭირდა და ცოტა მეტიც, რომ საქართველომდე ჩამოვსულიყავი. ნაწილობრივ, პანდემიის გამო, მაგრამ გულწრფელად, რომ ვთქვა აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით.

მოგზაურობის დასაწყისში საქართველო მოწინავე იყო ჩემს სიაში. მართალია, მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა, ერთი სული მაქვს აღმოვაჩინო ის,“ – ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ლუკ გრენფელშოუმ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...