შაბათი, აპრილი 20, 2024

“დღეს სანაიამ 3 ახალგაზრდა ქართველი ჯანღონით სავსე ბიჭი დააჭერინა…” – ლადო სადღობელაშვილი

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისა და 3 ადამიანის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება “ქართული მარშის” ყოფილი წევრი, ლადო სადღობელაშვილი:

დღეს სანაიამ 3 ახალგაზრდა ქართველი ჯანღონით სავსე ბიჭი დააჭერინა…

– სანამ არ შეუფარდა სასამართლომ წინასწარი მანამდე არ გაჩერდნენ ნაცზონდერ ტელევიზიები! გადაცემას გადაცემაზე უძღვნიდნენ… ფოტოებს აფრიალებდნენ, (კომუნისტების დროს სირცხვილის დაფები იყო, ამათმა გადაცემების ბექრაუნდში-ფონათ განათავსეს ფოტოები) იმის ნათესავიაო, ამასთან ფოტო აქვთ გადაღებულიო… საქართველო პატარაა ყველა ვიღაცის ან ნათესავი ან მეზობელი ან მეგობარია… რა არის ამაში გასაკვირი?

– რაც არ უნდა დამნაშავეები ყოფილიყვნენ ასე დაუნდობლად მოექცე ახალგაზრდებს, პრაქტიკულად მომავალი დაუნგრიო და ამით გამარჯვება იზეიმო მინიმუმ უხერხულია.

– რა ეტყობოდა სანაიას სამი ადამიანის ნაცემი?! არც არაფერი… მაგრამ მსხვერპლი სჭირდებოდათ! ამით კაიფობენ, ერთობიან, იტენებიან! ასეთი აქტებით თავიანთ სექტას ხელუხლებელს ხდიან და ხელისუფლებაც კოჭს უგორებს!

– ამის მერე სანაია იტყვის კაცი ვარო?!

– თქვენზე მეტი მოძალადე საქართველოში არ არსებობს! თქვენ 3 მილიონ მოქალაქეს ყოველდღიურ ტერორში ამყოფებთ, მაგრამ ამისთვის პასუხი არ მოგეკითხებათ!

– რაც მთავარია გვარამია ხომ გამოგესარჩლა? ეგ რომ ქალბატონ მთვარისა ნავერიანს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, ემუქრებოდა და ეჯიკავევოდა მაშინ სად იყო?!

– მე ძალადობის მომხრე არ ვარ მაგრამ პირდაპირ ვიძახი სანაიას არაფერი ეტყობა 3 კაცის ნაცემი რომ იყოს!

P.S. რა უნდა ასწავლოს ამისთანა ანგაჟირებულმა ჟურნალისმა და ტიპიურმა ნეოკომკავშირელმა მომავალ თაობას? სავარაუდოდ დაბეზღება და ინტრიგნობა! ის რაც მან თავის დროზე ყველაზე კარგად ისწავლა!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლადო სადღობელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული